მთავარი ციტატა

“დიალოგში, რომელიც ხელს აფარებს ჯალათ გიორგი გახარიას, ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობას”

„ჩვენ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ძალიან დიდი მონაპოვარი გაფორმდეს. ეს არის სწორედ საზოგადოებისა და ახალგაზრდების დაკვეთა. ამაზე ვთანხმდებით მთელი პოლიტიკური სპექტრი და აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიაში, იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი გავაფორმოთ, საქმედ მივიყვანოთ ბოლომდე და შევძლოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში შემდეგი არჩევნები ჩატარდეს სრული პროპორციული სისტემით. თუმცა ამ კომისიის შექმნამდე სხვა ტიპის მოლაპარაკებებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოლაპარაკების მომწვევი პირი არის „ქართული ოცნება“ და ეს არ არის საკონსტიტუციო ფორმატის ფარგლებში შემდგარი მოლაპარაკება, ბუნებრივია იმ პოლიტიკური ჯგუფის მიერ მოწვეულ დიალოგში, რომელიც ხელს აფარებს ჯალათ გიორგი გახარიას, ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობას“.

თინა ბოკუჩავა, ენმ-ის წევრი

იტვირთბა....