საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
საჩივრის განსახილველად სააპელაციო სასამართლოს 72 საათიანი ვადა აქვს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას სასამართლომ გირაო შეუფარდა.
მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.
15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.
გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა. რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ მხარი არ დაუჭირა მანდატის შეჩერებას რომან კაკულიამ, ხოლო უმრავლესობის მეორე დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა რეგისტრაცია არ გაიარა.