ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდებაზე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებულ წევრს ნიკა მელიას, გუშინ, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

 

იტვირთბა....