ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სოციალური ქსელი

“გახარიამ არაპირდაპირ თქვა, რომ ივანიშვილმა გასცა დარბევის ბრძანება” – უგულავა

“შეკითხვაზე ვინ გასცა დარბევის ბრძანება, გახარიამ რამდენჯერმე უპასუხა – მე ვიღებ პასუხისმგებლობასო. დააკვირდით არა – მე გავეცი ბრძანებაო, არამედ დაჟინებით იმეორებდა – მე ვიღებ პასუხისმგებლობასო. ანუ არაპირდაპირ სთქვა, რომ ივანიშვილმა გასცა დარბევის ბრძანება
#წერილი
#წადიგახარია და მერე ივანიშვილსაც მოვთხოვთ პასუხს”

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც. გიორგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას;

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა, შსს-ის მინისტრ გიორგი გახარიაზე

იტვირთბა....