გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 ივნისს, დღის ბოლოდან, 2 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
29 ივნისს – 1 ივლისს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.