მთავარი სოციალური ქსელი

შეშინებული ბიძინა უკან დამხევია – კაპანაძე მელიას გირაოს შეფარდებაზე

“ნიკა მელიას გირაო შეუფარდეს, რაც ძალიან კარგია. #92მონა ასევე გახარებული იქნება, დარწმუნებული ვარ და სასამართლოსაც შეაქებენ.  ჯერ ჩატში ჩასაგდებ მესიჯბოქსს ელოდებიან.

ორი გაკვეთილი აქედან:
1. შეშინებული ბიძინა უკან დამხევია (კობახიძის მოხსნა, პროპორციული, დაკავებულების გათავისუფლება, მელიას არ-დაკავება). ეს ყველაფერი პატარ-პატატა გამარჯვებებია, რომლებიც ჯამში დიდ გამარჯვებადე აუცილებლად მიგვიყვანს.
2. სასამართლო არაა დამოუკიდებელი: მოსამართლე რომ გირაოს უფარდებდა წინასწარ გამოჩნდა. პოლიცია და სპეც. რაზმი არ იყო სასამართლოსთან, განსხვავებით გიგის, კირკიტაძის და სხვ. სასამართლო პროცესებისგან, როცა პოლიტიკური ლიდერების დაკავება ხდებოდა ხოლმე.

გახარიას გადადგომა ისევ მთავარი მოთხოვნაა, ამიტომ დღესაც 19:00-ზე მე მივდივარ პარლამენტთან.

#სირცხვილია
#გავრილოვისღამე
#წადი”

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე; სოციალური ქსელი;

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას სასამართლომ გირაო შეუფარდა. 

მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.

15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.

პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა.

პროკურატურამ მელიას თაობაზე აღკვეთის ჩანიშვნაზე სასამართლოს ცოტა ხნის წინ მიმართა.

 

იტვირთბა....