ბიძინა ივანიშვილი იმ საფრთხეების წინაშე დადგა, რომ ჩემს დაჭერას ამჯობინა ის, რაც გააკეთებინა ამ ჩინჩალაძის ძმაკაცს. ეს მოსამართლე არის კოლეგიის თავმჯდომარე და ჩინჩალაძის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი. ვის წარმოუდგენია, რომ 92 დეპუტატმა, გუშინ, დილის 9 საათიდან რა არ ჩაიდინეს, რომ სასწრაფო წესით იმუნიტეტი მოეხსნათ ჩემთვის, მერე კომენტარების გასაკეთებლად დაეწყვნენ და თქვეს, რომ უამრავი მტკიცებულება არისო და ეს ყველაფერი რომ გაიწელა დროში და ყველამ გაიგო რასთან გვქონდა საქმე, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს აუწიეს ყური. მივმართავ 92 დეპუტატს – აბრძანდით ახლა თქვენს მეგობარ ბიძინა ივანიშვილთან და ჰკითხეთ რა გაგიკეთათ?! გაგაშიშვლათ, ღირსება აგყარათ, დაგამცირათ, დაგაჩოქათ, შეურაცხყოფა მოგაყენათ. მე მრცხვენია თქვენს ნაცვლად
ნიკა მელია
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებულ წევრს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა