პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” უკვე აგონიაშია.
“დღეს მიტინგზე პარლამენტის შენობის განიავება მოუწევთ, ძალიან ყარს იქაურობა. “ქართული ოცნება” უკვე აგონიაშია. ფაქტობრივად, ხელისუფლება პოლიტიკურ ბუნკერში ჩავიდა – გათიშა ტელეფონები, ინტერნეტი არ არის და ა.შ. მათ გარესამყაროსთან კონტაქტი დაკარგეს. აზრზე არ არიან რა უნდათ, რას აკეთებენ, ეს აბსოლუტურად გაუგებარია”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას სასამართლომ გირაო შეუფარდა.
მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.
15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.
გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა.
პროკურატურამ მელიას თაობაზე აღკვეთის ჩანიშვნაზე სასამართლოს ცოტა ხნის წინ მიმართა.