აქტუალური თემა ახალი ამბები

აქცია იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლების ერთი ნაწილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეკრიბნენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ სოფელში გაკეთდეს ქალაქთან დამაკავშირებელი გზა. “კომუნისტების შემდეგ არ დაგებულა გზა სოფელში და მხოლოდ დაპირებებს ვისმენთ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პაატა კუნჭულიას თქმით, ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება.

“აუცილებლად ამოვალ სოფელში და დეტალურად დავინტერესდები არსებული საკითხით”, – განაცხადა პაატა კუნჭულიამ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, 24 თებერვალს, სოფელ მშვიდობაურში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება.

იტვირთბა....