პროკურორი ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას მხრიდან ახალი დანაშულის ჩადენის საფრთხე არსებობს და ბრალდების მხარე მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას სწორედ ამიტომ ითხოვს.
“სასამართლოზე ზემოქმედების, ნიკანორ მელიას ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის. ასევე მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ მან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძება გირაო დაარღვია. მიუხედავად კანონიერი მოთხოვნისა, გუშინ არ გამოცხადდა ბრალდების შესახებ დადგენილების გასაცნობად და ჩასაბარებლად.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეზე, ამ ეტაპზე სამართლებრივი პროცედურა გულისხმობს, სასამართლოს მხრიდან, მათ შორის, მტკიცებულებების შეფასებას და იმის განსაზღვრას, რამდენად არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. ყველა ეს საკითხი დღევანდელ სხდომაზე იქნება განხილული.
საქმეში არსებობს არა მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები, არამედ საქმეზე დაკითხულია ათობით მოწმე, ის პირები, ვინც მისულები იყვნენ მიტინგზე”, – თქვა ამირან გულუაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე.
26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა საგამოძიებო უწყებას მელიას დაკავების შესაძლებლობა მისცა, მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერეს.