ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პროკურორს არავინ ეკითხება დამიჭერს თუ არ დამიჭერს – ნიკა მელია

პროკურორს არავინ ეკითხება დამიჭერს თუ არ დამიჭერს – ნიკა მელიამ, რუსთავი 2 -თან საუბარში მისი საქმის პროკურორის ამირან გულუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, მელია პროკურატურაში დაბარების მიუხედავად არ გამოცხადდა, რაც მისი მიმალვის საფრთხედ აღიქმებოდა.

“თავად აბსურდში შევიდნენ. ჯერ კიდევ პარლამენტის წევრი ვიყავი და საკომიტეტო მოსმენები იყო პარლამენტში ვიყავი, ამ გამომძიებელმა მომწერა გუშინწინ ღამე, მითხრა თუ ვერ მოხვალ ადვოკატი გამოუშვი, თუ ადვოკატიც ვერა, მაშინ სახაზინო ადვოკატს დაგინიშნავთო.

მე ეს რომ წავიკითხე, ჩავთვალე, რომ ბრალის დადგენილება უნდა გადმოგცეთ და მობრძანდითო. ან რა მნიშვნელობა აქვს ამ იწილო-ბიწილოს. გუშინ რაც ქნეს, დღეს რომ არ დამიჭირონ გუშინდელი დღე როგორ უნდა გაამართლონ. ჩიხში არიან. რთულია, ჩემი დაჭერა, რადგან კიდევ უფრო დაიფლითება მისი ოლიგარქიული არსენალი. დამიჭერს ვაია, არ დამიჭერს უია.

პროკურორი რას იტყვის არანაირი კავშირი არ აქვს ამ პროცესს სამართლებრივ პროცესთან. პატივისცემა ჩემი საქმის პროკურორს, მაგრამ როგორც მე არავინ მეკითხება ლაბორატორია რაიმე ბიოლოგიურ ანალიზს აკეთებს თუ არა, ისე მას არავინ ეკითხება დამიჭერს თუ არ დამიჭერს,”-განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

 

იტვირთბა....