ჩვენ სრულად დავიცავთ მონაწილეთა უსაფრთხოებას, მათ შორის ქართველებისას. ქართული დელეგაცია ჩამოსვლას გეგმავს. საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი- განაცხადა რუსული კომუნისტური პარტიის ლიდერმა და რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა.
მისი თქმით, ივლისში რუსეთში დაგეგმილ განვითარების საერთაშორისო ფორუმზე -“პარლამენტარიზმის განვითარება”, ჩასვლას “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები გეგმავენ.