ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერმა ვერ გაბედა იმ დარბაზში შესვლა, სადაც გავრილოვი იჯდა – გოცირიძე

პრემიერ-მინისტრმა ვერ გაბედა მოსვლა, პირდაპირ არის ეს კანონის დარღვევა. ვერ გაბედა იმიტომ, რომ რა სინდისით უნდა შემოსულიყო ამ დარბაზში, სადაც ერთი კვირის წინ იყო გავრილოვი, სადაც გუშინ ჩაიდინეს საშინელი უკანონობა, პრაქტიკულად პოლიტიკური რეპრესიების სტარტის მიცემა დაანონსდა ამ დარბაზში, – ასე აფასებს “ნაციონალური მოძროაბის” წევრი რომან გოცირიძე პრემიერ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას, რომ არ მივიდეს პარლამენტში.

გოცირიძის განცხადებით, ბახტაძე ფორმალურადაა პრემიერი და მას უმძიმეს კითხვებზე პასუხის გაცემა გაუჭირდება.

“პრემიერს, რომელიც ფაქტობრივად არის ივანიშვილის მოციქული და ფორმალურად ჰქვია მას პრემიერი, ძალიან გაუჭირდებოდა იმ უმძიმეს კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში. გარდა ამისა, დღეს დაინიშნება სულ მალე სასამართლო, რომელიც არის ივანიშვილის ჯიბის სასამართლო და ბუნებრივია, გადაწყვეტილება ის იქნება რასაც უბრძანებს ივანიშვილი.

როგორც ჩანს აქვთ ჩანაფიქრი, რომ პრემიერის გადამალვით, ხვალ აქ თეთრი რაშით შემოიყვანონ გიორგი გახარია და გიორგი გახარია წარმოაჩინონ ხელისუფლების მთავარ სახედ  და უნდათ ამ დარბაზში ჩამორეცხონ ის სისხლის რომელიც მან დააყენა ქუჩაში,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერი, რომელსაც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ანგარიში უნდა წარედგინა, პარლამენტში არ მივა.  

იტვირთბა....