ჩემთვის გაუგებარია, საიდან წარმოიშვა ეს მითი, რომ მწერლის სახლი უქმდება – მის შესახებ „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორი ირმა რატიანი აცხადებს.
მისი თქმით, მწერლის სახლი არათუ უქმდება, არამედ დაწესებულებაში ფუნქციონირებას იწყებს ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი.
“ჩემთვის გაუგებარია, საიდან წარმოიშვა ეს მითი, რომ მწერლის სახლი უქმდება. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მწერლის სახლი, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას, რომ ბრენდია, არათუ უქმდება, არამედ მწერლის სახლში ფუნქციონირებას იწყებს ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის მთავარი მიზანი არის წიგნიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მსოფლიოში. მწერლის სახლს თავისი ისტორიიდან გამომდინარე ვერავინ შეუცვლის სახელს, ამიტომ მეგობრებო მინდა ყველა დაგამშვოდოთ და დაგიდასტუროთ, რომ ეს ისტორიული შენობა ყოველთვის იყო და იქნება მწერლის სახლი.” – აცხადებს რატიანი
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მწერალთა სახლი” გაუქმდა. მის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი.