მთავარი სოციალური ქსელი

91-ივემ იცის, რომ მელიას სამართლიანი სასამართლო არ ექნება – ჩერგოლეიშვილი

“მელიას დღევანდელი საქციელი აღნიშვნის ღირსია – ეგაა ზუსტად მისი პრობლემა, ძალიან კარგად იცის, კარგად და სწორად როგორ უნდა მოიქცეს, უბრალოდ, ხშირად სხვა არჩევანს აკეთებს.

ძალიან მძიმე დღე იყო ქართული პარლამენტის ისტორიაში. 91-მა მონამ დააჭერინა კოლეგა იმ ქმედებისთვის, რასაც 30 წელია სჩადის ქართული ოპოზიცია და არავინ დაუჭერიათ.

91-ივემ იცის, რომ მელიას სამართლიანი სასამართლო არ ექნება.

ჰკიდიათ!

როგორ შეიძლება ეს ბუმერანგივით არ მოხვდეთ თავში.

არ დადნება ციხეში მელია – თუ ჭკუა აქვს, სათავისოდაც გამოიყენებს, დაფიქრდება ბევრ რამეზე.

აი თქვენ რა გეშველებათ?”

“ტაბულას” დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი; სოციალური ქსელი;

შეგახსენებთ, რომ მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.

15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.

პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა.

იტვირთბა....