ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ასეთ სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრისგან თავის შეკავება საუკეთესო პოზიციად მიმაჩნია” – ჯაში

თავი შევიკავე კენჭისყრაში მონაწილეობისგან. ჩავთვალე, რომ ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი მხრიდან იქნებოდა ამ ეტაპზე ყველაზე სწორი პოზიცია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა ნიკა მელიას საკითხზე გამართულ კენჭისყრაში.

„მე თავი შევიკავე კენჭისყრაში მონაწილეობისგან. როცა ასეთი სენსიტიური საკითხი განიხილება, რომელიც ეხება კოლეგას, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, საზოგადოებას შევპირდი, რომ მივიღებდი აპოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მსჯელობის ფონზე ჩავთვალე, რომ ეს იყო ის გადაწყვეტილება, ვგულისხმობს თავის შეკავებას, რომელიც ჩემი მხრიდან იქნებოდა ამ ეტაპზე ყველაზე სწორი პოზიცია”,- განაცხადა ჯაშმა.

ცნობისათვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ქართული ოცნების“ წევრებმა რომან კაკულიამ, ბექა ოდიშარიამ, მირიან წიკლაურმა და მარიამ ჯაშმა. ამასთან, კენჭისრის ანგარიშის მიხედვით, რომან კაკულია, ბექა ოდიშარიამ და მირიან წიკლაურმა რეგისტრაცია გაიარეს, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

იტვირთბა....