აქ ორი მხარეა ერთი პოლიტიკური და მეორე სამართლებრივი. რაც შეეხება სამართლებრივს მე არ ვარ კომპედენტური პირი ამ სფეროში რომ შევაფასო. ერთია ბრალდების წარდგენა და მეორე ამ ყველაფრის დამტკიცება. ასე რომ სამართლებრივ პროცესს უნდა მივადევნოთ თვალ-ყური, მოვუსმინოთ იურისტებს და დაველოდეთ დასკვნები, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას შესაძლოს დაკავების თემის კომენტირებისას განაცხადა.
ხუხაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში ხელისუფლებამ მოსახლეობა უნდა დაამტკიცოს.
“რაც შეეხება პოლიტიკურს, ეს არის ხელისუფლების ისტერიული მცდელობა იმისა, რომ ვითარება დატოვოს ორპოლუსიანობაში. ანუ ახალგაზრდების სამართლიანი მოთხოვნები და გამოსვლები როგორმე გადაიყვანოს ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის დაპირისპირებაში. მელია ჩაუდონ ამ ახალგაზრდებს და მთავარი თემა გახადონ მელიას გათავისუფლება და ბუნებრივია, ეს მათ ინტერესებშია. ესეთი თამაში უნდათ, ორპოლუსიან ნარატივში უნდათ დააბრუნონ პოლიტიკური პროცესი. მათთვის ხიფათი ნაციონალური მოძრაობა კი არ არის, მათთვის ხიფათი ალეტრნატიული პროტესტია ვისაც ტალახს ვერ ესვრიან სისხლისნი 9 წლის სახით. ცეცხლზე ნავთს ასხამენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, თავის ბედს კიდევ უფრო ამძიმებენ, რადგან დაწყებულია ისტორიული შეუჩერებელი პროცესი და თუ არ გაყვები და შეეცდები ხელი შეუშალო, ისტორიის მუხლუხოების ქვეშ აღმოჩნდები. ეს ისტორიული კანონზომიერებაა და ასე იწერება ისტორია.
ნიკა მელია დამნაშავედ მიმაჩნია, მაგრამ დანაშაულიცაა და დანაშაულიც. არსებობს როგორც ადმინისტრაციული ასევე სისიხლის სამართლის წესით დასჯა. ადმინისტრაციული საქმეთა დარღვევა იყო, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაულის მტკიცებაში ხელისუფლებას უნდა დაგვარწმუნოს. სასამართლოზე უკვე სხვა პროცესი იწყება, ამ ეტაპზე ადმინისტრაციულზე შეგვეძლო გვესაუბრა მაგრამ სისიხლის სამართლის თემა ჯერჯერობით ბუნდივანია, ვფიქრობ რომ ამაზე ახალგაზრდობა არ უნდა წამოეგოს და მთავარი თემა არ უნდა გახდეს (ხელისუფლების მანიპულაციის) მან უნდა გააგრძელონ მათი პროტესტი და მიაღწიონ იმას რისთვისაც იბრძვიან”, – აცხადებს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.
15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.