“კირკიტაძის და მელიას, სხვა პოლიტიკურ საქმეში რომ ერთი და იგივე ” მოწმეა”, ხო მაგარია.. ყანდიაშვილის თანამშრომელი ბოტი რო მელიას “მამხილებელი” მომიტინგეა, ესეც ხო “დამაჯერებელია….”
რეპუბლიკელებს რომ გვასამართლებდნენ, ერთი ასეთი ცრუმოწმე გამოიყვანეს სასამართლოზე, გვარად კოჟემიაკინი.. სხვა საქმეებზეც იყენებდნენ. გაგვამხიარულა სასამართლოს სხდომაზე( 1984 წ. აპრილი იყო) კოჟემიაკინმა თქვა, ოჯახი მანქანით მიმყავდა დასასვენებლად ცხვარიჭამიის გზითო, მომეფსაო, გადმოვედი მანქანიდანო, ტყეში შევედი და ვიარე და ვიარეო, ვიარე და კიდე ვიარეო…. ჰოდა, ვერავინ რომ ვერ დამინახავდაო, მგრა რო მეფსმებოდაო, დიიდხანს ვფსამდიო… ჰოდა, ცელოფანი გამოჩნდაო… ვთხარე, ვთხარე და მიწაში ჩაფლული საბეჭდი მანქანა და ჟურნალი ” სამრეკლო” შემრჩა ხელშიო…. დღემდე ვხალისობთ მისი ტექსტის გახსენებით: : პო ესტესტვენნოი ნადობნოსტი” ვიარე ამდენიო….მართალია, ქართული არ ვიცი, მარა მივხვდი, რომ კომპეტენტური ორგანოებისთვის უნდა მეცნობებიაო…..
რავა ერთნაირი დებილები არიან ეს გასუსული კაგებეშნიკები”
კირკიტაძის და მელიას, სხვა პოლიტიკურ საქმეში რომ ერთი და იგივე " მოწმეა", ხო მაგარია))) ყანდიაშვილის თანამშრომელი ბოტი…
Gepostet von David Berdzenishvili am Mittwoch, 26. Juni 2019
დავით ბერძენიშვილი – “რესპუბლიკური პარტია”
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ნიკა მელიას დაკავებასა პროკურატურა ითხოვს და გენერალურმა პროკურორმა, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის თხოვნით პარლამენტს წერილი წარუდგინა.