ახალი ამბები

მეტროსადგურ „ნაძალადევში“ ვაგონში დაკვამლიანების გამო მოძრაობა მცირე ხნით შეფერხებული იყო

მეტროსადგურ „ნაძალადევში“ ვაგონში დაკვამლიანების გამო მოძრაობა მცირე ხნით შეფერხებული იყო.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით,  მოძრავი შემადგენლობის ერთი ვაგონი გაუმართავი იყო.

„აღნიშნულის გამო მატარებელი გადაიყვანეს ჩიხში, რის გამოც მოძრაობა 6 წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო. მთლიან შემადგენლობას პრობლემა არ ჰქონია, მხოლოდ ერთი ვაგონის გაუმართავობა დაფიქსირდა. მატარებელი დაიცალა მგზავრებისგან. ასევე გიდასტურებთ, რომ ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა, რის გამოც გამოძახებულ იქნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და მას შესაბამისი პირველადი დახმარება გაეწია. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.“, – განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში

იტვირთბა....