ახალი ამბები მთავარი სამართალი

ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა

ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი, მძიმედ დაშავდა. დაშავებული რიზეს კლინიკაშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სულ ავტომობილში 4 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთს საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდა. დაღუპულების ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული. ისინი ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრები იყვნენ.

“ექსპრესნიუსის” სინფორმაციით საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ ტრაპზონში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია.

ავარია ღამის 3 საათზე ავტობანის ფაზარის მონაკვეთზე მოხდა.

იტვირთბა....