aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ნიკა მელიას კი თავიდან თმაც არ ჩამოუცვივდება, თითს ვერ დააკარებენ” – გოცირიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში, ნიკა მელიას კი თავიდან თმაც არ ჩამოუცვივდება, თითს ვერ დააკარებენ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, განაცხადა.

“აპატიმრებენ წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს, იწყება დიქტატურა,იწყება პოლიტიკური რეპრესიები. ეს არის ივანიშვილის უგუნური გადაწყვეტილება , რომელმაც თავის ლაქიებს -ბიუროში მსხდომ ადამიანებს დაავალა ასეთი უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილების გატანა პლენარულ სხდომაზე. ხვალ უყრიან კენჭს და ამიტომ მინდა, მივმართო უმრავლესობის წევრებს კარგად დაფიქრდნენ, წინ მთელი ღამე აქვთ, ოჯახის წევრებს, ,მეგობრებს ახლობლებს დაელაპარაკონ და თავიანთ სინდისში ჩაიხედონ და ამის შემდეგ მიიღონ შეგნებული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებს გაასამართლებს კანონი, ისტორია”, – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, დღეს დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე “შოუ დადგეს”. ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელია თავის სამუშაო გარემოში დაბრუნებას ითხოვდა და არავითარი მოწოდება არ ჰქონია.

„იმუნიტეტის ჩამორთმევა პოლიტიკური პარტიის ლიდერისთვის ნიშნავს, რომ ყველა ზღვარს გადასცდა, ხაზები გადაკვეთა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. ასეთ მდგომარეობაშ ,ასეთი უგუნური გადაწყვეტილების მიმღები ხელისუფლება ამთავრებს ძალიან ცუდად. გავა დრო და გახარია არა თუ შს მინისტრი არ იქნება, არამედ ის გასამართლდება და მალე მოუწევს დათმობა. ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში, ნიკა მელიას კი თავიდან თმაც ვერ ჩამოუცვივდება. თითს ვერ დააკარებენ”,- განაცხადა გოცირიძემ.

იტვირთბა....