მთავარი ციტატა

„მინდა, მივმართო ე.წ. ტელეარხებს – თქვენ მე ამ დღეებში რა გამიბედეთ?!”

„მინდა, მივმართო ე.წ. ტელეარხებს და ე.წ. ჟურნალისტებს, რომლებიც სინამდვილეში უბრალოდ არიან მომსახურე პერსონალი ამ სადისტური პარტიის, რომელიც კოაბიტაციასთან არის „ქართულ ოცნებასთან“ და გავრილოვის თანაოკუპანტია. გავრილოვზე ნაკლებები ესენი არ არიან. თქვენ მე ამ დღეებში რა გამიბედეთ, რომ გამიბედეთ. რა ბინძური შეფასებები დაატრიალეთ, გავრილოვს თურმე მე აქ ადგილს ვუთავისუფლებდი, ეს არის ნაძირლობა თქვენი მხრიდან. პირველის ჟურნალისტები, რომლებსაც ხალხში სამართლიანად პირველი ჰქვია, „რუსთავი 2“ – რომელსაც ხალხში სამართლიანად ჰქვია „რუსთავი“ და სამწუხაროდ, ვაი „იმედის“ ჟურნალისტებს. იმედის ჟურნალისტები ჩემთან ახლოს ინტერვიუზე, ჩემს კაბინეტთან ახლოსაც არ მოხვიდეთ. თქვენ ხართ პროვოკატორები და ამ ბნელი ძალების მომსახურე პერსონალი. ბოდიში მომიხადეთ ამისთვის, რაც მე გამიკეთეთ ამ დღეებში. ნუ მასწავლით ოკუპანტს როგორ და რანაირად უნდა ველაპარაკო. მე ოკუპანტის ბუდეში ჩავდივარ მოსკოვში, თვალებში ვუყურებ და ოკუპანტს ვეუბნები იმას, რაც ეკუთვნის, რომ ვუთხრა. თქვენ ამას ვერ გააკეთებთ თქვენი კამერებით. ამ დარბაზში უარესის თქმას ვაპირებდი იმ ოკუპანტისთვის. რატომ შემოიპატიჟეთ, რატომ გადაწყვიტეთ ასამბლეის აქ ჩატარება. მე ძალიან გამიკვირდა ეს ყველაფერი. კატეგორიულად ვითხოვთ, ძალოვანი სტრუქტურების პირველი პირების აქ მოსვლას, სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის, შს მინისტრის, გიორგი გახარიასა და მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის პარლამენტში მოსვლას. დღესვე მობრძანდნენ აქ. ჩვენ მათ უნდა მოვუსმინოთ და მწვავე შეკითხვებიც დავუსვათ“.

ადა მარშანია, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი

იტვირთბა....