ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მივესალმებით „ოცნების“ განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შესახებ” – ჰარცელი

მივესალმებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის დღევანდელ განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შესახებ, რომლებიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეების მოვლენებმა აჩვენა, რომ დიალოგი, კონსულტაცია და კომპრომისი აუცილებელია საქართველოს საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად.

„ბოლო დღეების მოვლენებმა დაგვანახა, რომ დიალოგი, კონსულტაცია და კომპრომისი აუცილებელია საქართველოს საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად.

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მივესალმებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის დღევანდელ განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შესახებ, რომლებიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

ეს შესაძლებლობას მისცემს ყველა დაინტერესებულ მხარეს, შეიკრიბოს და შეთანხმდეს ისეთ სამომავლო ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიასა და პლურალიზმს განამტკიცებს. ველით, რომ დაიწყება ფართომასშტაბიანი საკონსულტაციო პროცესი და ყველა მხარეს მასში ჩართვისკენ მოვუწოდებთ.

მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, გვინდა, ასევე ყურადღება გავამახვილოთ ეუთო-ს/ODIHR რეკომენდაციებზე და მათ დროულად და სრულად შესრულების მნიშვნელობაზე.

მივესალმებით მზადყოფნას, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები გამოძიებულ იქნას იმ მოწოდებების შესაბამისად, რომლებიც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის და სხვათა მიერ იყო გამოთქმული. ველით, რომ ჩატარდება გამჭვირვალე და სწრაფი პროცესი სახალხო დამცველის მონაწილეობით.

კარლ ჰარცელის კომენტარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

იტვირთბა....