ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გახარიამ, როგორც მინისტრმა, შეძლო და სახელმწიფოს ააცილა დესტაბილიზაციის მცდელობა” – ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გახარიამ, როგორც მინისტრმა შეძლო და სახელმწიფოს ააცილა დესტაბილიზაციის მცდელობა

ანრი ოხანაშვილის თქმით, თუკი აქციების დაშლის დროს გადაამეტა ძალას, ამით უნდა დაინტერესდეს საგამოძიებო ორგანო.

„რაც შეეხება საკითხს, თითქოსდა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ უნდა დატოვის პოზიცია, ვიტყვი, რომ გიორგი გახარიამ, როგორც მინისტრმა შეძლო და სახელმწიფოს ააცილა დესტაბილიზაციის მცდელობა. თუ კი საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა ვინმემ გადაამეტა ძალას, ამით უნდა დაინტერესდეს საგამოძიებო ორგანო და რა თქმა უდნა, თითოეულ კონკრეტულ ფაქტს შესწავლის შედეგად უნდა მოყვეს რეაგირება. ეს არის სწორი პოზიცია და ასეც იქნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა „ქართული ოცნების“ ინიციატივაც შეაფასა და აღნშნა, რომ ეს არის გუნდის გადაწყვეტილება.

„თქვენ მოისმინეთ პარტიის თავმჯდომარის განცხადება ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის შესახებ. ეს არის გუნდის გადაწყვეტილება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა.

ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება.

ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა.

ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.

იტვირთბა....