მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

თვითგადარჩენის ინსტინქტმა ივანიშვილს სწორად უკარნახა: პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება – ჭიაბერაშვილი

“თვითგადარჩენის ინსტინქტმა ივანიშვილს სწორად უკარნახა: პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება.

თვითგადარჩენაში არ ვგულისხმობ ამჟამინდელი კრიზისიდან თავის დაღწევას. დღეს არსებული საარჩევნო სისტემა – ან ყველაფერი, ან არაფერი – შეიცავდა უზარმაზარ საფრთხეს, პირველ რიგში, მისთვის, 2020-ში წაეგო ყველაფერი. ახლა აქვს შანსი, დარჩეს ოპოზიციაში.

მისთვის დამახასიათებელმა ვირეშმაკობამ მას ასევე უკარნახა, არჩევნები ჩატარდეს ნულოვანი ბარიერით. ივანიშვილი გათვლას ისევ დაქსაქსულობაზე, საზოგადოზე მაღლა პირადი ინტერესის დაყენებასა და დაპირისპირებაზე აკეთებს.

ესეც კარგია!

თუ პრეტენზია გვაქვს, რომ როგორც საზოგადოება გავიზარდეთ (და ბოლო 5 დღე ამის დასტურია), ივანიშვილის ეს ხაფანგი საშიში არაა.

მნიშვნელოვან გამარჯვებას გილოცავთ!

P.S. ჩვენი ახალგაზრდების თვალებზე პასუხს ყველა აგებს!”

ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძნა ივანიშვილის განცხადებას, სადაც ივანიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს.

იტვირთბა....