ირაკლი მაგ დღეს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანში, მან შეწყვიტა ვიზიტი და პირდაპირ ვიტყვი, რომ გადადგა ღირსეული ნაბიჯი. არ დაწყებულა გარჩევა, თუ ვისი ბრალი იყო, რა მოხდა, რატომ იჯდა იქ ბატონი გავრილოვი, რატომ იყო წამოსკუპებული, ვინ უნდა მჯდარიყო და ა.შ. ამის გარჩევა არ დაუწყია და თქვა, რომ ეს არის მისი პასუხისმგებლობა და გადადგა. ვიხილავთ თუ არა საკონსტიტუციო სასმართლოში, საუბარი საერთოდ არ ყოფილა
ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 21 ივნისს დატოვა.