მთავარი ციტატა

მოსახლეობის რეაქცია ძალიან ბუნებრივია, თუმცა, არ მგონია, რომ ამ მიმართულებით უნდა განვაგრძოთ – ზურაბიშვილი

ვფიქრობ, მოსახლეობის რეაქცია ძალიან ბუნებრივია, თუმცა, არ მგონია, რომ ამ მიმართულებით უნდა განვაგრძოთ. ის, რაც ამ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე და შიდა სტაბილურობაა, რადგან ეს ჩვენი რეალური ძალაა. რუსეთთან პოლიტიკური პრობლემა არსებობს და ყველა იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ეს მოგვარდება, თუმცა, ამასობაში საქართველო ვითარდება, ადგას გზას ევროკავშირისკენ და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი

განაცხადა საქართველოს პროზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ევრონიუსთან” ინტერვიუში.

შეგახსენებთ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსულ ენაზე გახსნა, რასაც პარლამენტთან საპროტესტო აქციები მოჰყვა.

იტვირთბა....