მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

კალაძე – საღამოს განვითარებული მოვლენები არის სრული პასუხისმგებლობა იმ დესტრუქციული პოლიტიკოსების, რომელიც ახალგაზრდებს პარლამენტის აღებისკენ მოუწოდებდა

“შეიკრიბა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც გამოხატავდა პროტესტს, რადგან ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, არ იყო მისაღები იმ ადამიანების ხილვა პარლამენტში, ვისგანაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 % არის ოკუპირებული. ძალიან მძიმე სანახავი იყო ეს ყველაფერი და შესაბამისად, იმ ადამიანების ჰქონდათ სწორი პროტესტი.
თუმცა როგორ განვითარდა მოვლენები შემდეგ; დესტრუქციულმა ძალებმა და დესტრუქციულმა პოლიტიკოსებმა იმოქმედეს ძალიან ცუდად, ამას არანაირი გამართლება არ აქვს და საღამოს განვითარებული მოვლენები არის სრული პასუხისმგებლობა იმ დესტრუქციული პოლიტიკოსების, ვინც პირდაპირ მოუწოდებდა იქ მყოფ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს შტურმისკენ, პარლამენტის აღებისკენ. ეს იყო ძალიან მძიმე და ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება ჩვენი მხრიდან და ისე არ დარჩება, დაუშვებელია. როგორ განვითარდა მოვლენები ვნახეთ; ძალიან მძიმე სანახავი იყო. ძალიან მძიმე იყო დაშავებული ადამიანების ხილვა. მინდა, ყველას გამოჯანმრთელება ვუსურვო. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა, რაც კი შეიძლება. პირადადაც მზად ვარ, მოკრძალებული წვლილი შევიტანო მათ გამოჯანმრთელებაში”

თბილისის მერი კახა კალაძე ფეისბუქმიმართვისას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება;

იტვირთბა....