თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია – წერს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საკუთარ Telegram-ზე.
“ქართული კულტურა და ლიტერატურა მსოფლიომ რუსეთის წყალობით გაიცნო. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამწვავებას დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ. დროა, საქართველოს ხელისუფლებამ გაიგოს, რომ მათ რუსეთის გარდა არ ჰყავთ მეზობელი, არც ერთი სხვა სახელმწიფო, რომელიც სულ რაღაც ერთ საათში შეძლებს დახმარების ხელი გამოგიწოდოთ. ნახეთ რამდენი ქვეყანა დაღუპა ამერიკის სიყვარულმა.” -აცხადებს კადიროვი.