რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ, Twitter-ზე გამოეხმაურა.
“პუტინმა გადაწყვიტა საქართველო ქუჩაში მიმდინარე აქციების გამო დასაჯოს. აკრძალა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. ახლა ბევრი რუსი ვერ ჩავა იქ, რათა იაფად და ხარისხიანად დაისვენოს. მაქვს კითხვა: რატომ სჯის პუტინი რუსებს ქართველების პროტესტის გამო? “- წერს ნავალნი.
ოპოზიციონერი რუსეთის პრეზიდენტს იმის გამოც აკრიტიკებს, რომ მან მთავრობას საქართველოდან რუსი ტურისტების გაყვანა დაავალა.
“იყიდეს ადამიანებმა საგზურები. დალიეს ღვინო, ჭამეს მწვადი. ახლა კი მათ ეუბნებიან: სასწრაფოდ გაფრინდით, მეტი თვითმფრინავი აღარ იქნება. რა საქციელია ეს?“, – აცხადებს ნავალნი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა საქართველოს მიმართულებით, ეკრძალებათ.
ამასთან, ტუროპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებს მიეცათ რეკომენდაცია არ დაგეგმონ ტურები საქართველოში.
პუტინის განკარგულებით, დაევალათ შესაბამის უწყებებს, დროებით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეებს დაეხმარონ უკან დაბრუნებაში.
А также мне нравится вот это «Путин поручил вывезти всех наших туристов». Вот купили люди путевки. Пили вино, ели шашлык. А сейчас им: так срочно улетайте, больше самолётов не будет. Ну как можно так по скотски поступать-то?
— Alexey Navalny (@navalny) June 21, 2019