მთავარი სოციალური ქსელი

ინაშვილი – ლაშა ბუღაძე, შენ ხარ კლასიკური ტიპის ფაშისტი იმ ხალხზე ამოგეღო ეგ ბინძური ხმა, როცა შენი ბოკერია და მიშა ფიზიკურად აწამებდნენ

“ლაშა ბუღაძე- შენ ხარ კლასიკური ტიპის ფაშისტი, იყავი და აგრძელებ ფაშისტობას! პირი გამოირეცხე, როცა საქართველოს პატრიოტებს გვახსენებ, შე მართლა გამყიდველო.
რაღაცა არ მახსენდება, იმ ხალხზე ამოგეღო ეგ ბინძური ხმა, როცა შენი ბოკერია და მიშა მარტო თვალს კი არ თხრიდნენ, ფიზიკურად აწამებდნენ… მაგრამ ხმას რას ამოიღებდი, მცირე მასშტაბის მიშა და გიგა ხარ. ესენი რეალურად აწამებდნენ ხალხს, შენ- შენს წარმოდგენაში. კოლაბორაციონისტი შენ და მამაშენი ხართ!

ისევ ატყუებთ ხალხს, როგორც “ვარდების რევოლუციისას” ატყუებდით, მაგრამ შორს ვერ გაფრინდებით, აი, ახლა გეუბნები.

ნეტა, იმათ ტვინში ჩამახედა, შენ რომ ტაშს დაგიკრავენ და სიტყვას მოგიწონებენ, ფუ, მართლა, რა ვუთხარი “ქართულ ოცნებას”, ვინც თქვენ გადაგარჩინათ.

კარგად დაიმახსოვრე: შენნაირებისთვის დასატოვებელი საქართველო არა გვაქვს და მალე ნახავ ამას”

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ირმა ინაშვილი; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....