ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დაე, ელოდონ ტურისტებს აშშ-დან გაყიდონ ბორჯომი ევროპულ ბაზარზე” – დეგტიაევი

კრემლში „ძალიან სახიფათო“ გამოვლინება და ექსტრემისტების მიერ პროვოცირებული რუსოფობიური პროვოკაცია უწოდეს საქართველოში რუსი დეპუტატების მიმართ მოპყრობას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ფარგლებში.

ასეთი შეფასებებია მოხსენიებული რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან გამართული ოპერატიული თათბირის მთავარ აქცენტებს ასახავს.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია გააფრთხილოს რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის – ტურისტები, ჩასვლის მსურველები ან საქართველოში მყოფნი, ექსტრემისტების ქმედებებთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხის შესახებ“, – წერია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„დაე, ელოდონ ტურისტებს აშშ-დან და ევროკავშირიდან და გაყიდონ ბორჯომი ევროპულ ბაზარზე“, – ქართველებს ბოიკოტით ემუქრება რუსეთის დუმის კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ დეგტიაევი.

იტვირთბა....