ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შს მინისტრმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგეს- ოთო კახიძე

კობახიძე გუშინ უნდა გადამდგარიყო, როცა ათიათასობით ადამიანი ითხოვდა ქვეყნის დამცირების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას. ახლა უკვე სხვა რეალობაა. – წერს “ევროპული საქართველოს” წევრი, ოთო კახიძე, საკუთარ Facebook გვერდზე.

“მომიტინგეებისთვის რეზინის და პლასტმასის ტყვიების მასიურად თავში სროლის ბრძანება არის დანაშაული. ამ ბრძანების გამცემი უნდა დაადგინოს გამოძიებამ (მოვა მაგის დრო) და ციხეში უნდა ჩაჯდეს. მანამდე კი შს მინისტრმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგეს. და ახლა მთავარი – ეს უბედურება, გარყვნილი ხელისუფლების სახით გვჭირს უკონტროლო კონსტიტუციური უმრავლესობის გამო, როცა ხმების 47% აიღეს და პარლამენტის 80% დააკომპლექტეს. ეს სიმახინჯე უნდა შეიცვალოს. ქართულმა ოცნებამ დაკარგა ლეგიტიმაცია. იმისთვის, რომ ქვეყანა დარჩეს კონსტიტუციურ ჩარჩოში და ხელისუფლება ასახავდეს ხალხის განწყობას, მომდევნო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით.”  – წეერს კახიძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რამდენიმე წუთის წინ, თავისი ნებით გადადგა.

ასევე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

იტვირთბა....