საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი 20 ივნისის დემონსტრაციასთან და პარლამენტის შენობის წინ მომხდარ ფაქტზე, სოციალურ ქსელში, თავის მოსაზრებას ავრცელებს:
“გაკვეთილები აქამდე ოროსან, წუხელ დამნაშავედ ქცეულ ხელისუფლებას:
1- როდესაც იწყებთ ძალის გამოყენების პროპორციულობის ზომვას დაშავებული, თვალებდათხრილი ადამიანების კადრების ფონზე აუცილებლად მარცხდებით და ხარ ფსკერი;
2 – როდესაც იწყებ იმაზე დავას უი 7 ნოემბერს როგორ ადარებო აუცილებლად მარცხდები და უფრო ფსკერზე ეშვები;
3 – როდესაც მხოლოდ ის გაქვს სათქმელი რომ უი რა სასაცილო იყო გუშინ უგულავა რეზინის ტყვიებზე შეშფოთდაო, კიდევ უფრო დიდი ფსკერი ხარ, მასთან დასატოლებლად არ მომხდარა 2012, მასზე უკეთესს ითხოვდა ხალხი:
4 – 24 საათზე მეტი გავიდა შენი დახმარებოთ და ხელშეწყობოთ გავრილოვის მიერ საქართველოს თავზეგადავლიდან და ის ტიპი ვიზიტსაც რომ არ წყვეტს და ისევ შენი ქვეყნის მეორე პირია უფსკრულში ხარ გადაჩეხილი;
5 – ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის ვისაც აზრი შერჩენილი აქვს გუშინ 7 ნოემბერი და 26 მაისი ერთად იყო და უფრო მეტიც როდიონოვის ღამის დარად ამ ღამეს გავრილოვის ღამე დაერქმევა რაც უფრო მეტად დაგიმძიმებთ სასჯელს;
6 – და ბოლოს, ამ წუთის მდგომარეობით მიშას თქვენზე მორალური უპირატესობა აქვს, იმიტომ რომ ყველაფერს შინაარსი გამოაცალეთ და სიმბოლოების დონეზე დატოვეთ, ხოდა 8 ნოემბერს ამ დროისთვის ის უკვე გადამდგარი იყო და პასუხისმგებლობა აღებული ქონდა.
7 – გაფრთხილებდით ეგ კაცი გადაგჩეხავთთქო და არ დაიჯერეთ. ჩვეულებრივი რუსი სალდაფონია, ხოდა გამოაცხადა რუსული სიდიადით დევნა და ძალადობა საკუთარ ხალხზე ამოცანად და დაგისვათ წერტილი.
8 – ეხლა თავზე რომ დაგახურებთ დედამიწა მორიგი რუსული სცენარი მოიმარჯვეთ და აგინეთ ყველას, ჩვენს საქმეებში ნუ ერევითო ეძახეთ;
9 – იმასავით რიგგარეშე არჩევნები რომც იყოს შეიძლება მოიპარო, იყიდო ესეც გვინახავს, მაგრამ პასუხისმგებლობას რომ ვერ გაექცევი ეს მგონი უკვე უნდა გესწავლა, თუმცა რა ვიცი
10 – ერთი კია, ვინ უნდა გადადგეს დღეს რომ ფასი ქონდეს ის ისედაც გადამდგარია” – წერს, ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასა და ფორუმის სპიკერობას აპროტესტებდნენ.
აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში ნიკა მელიამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში. რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის კიბეებთან პოლიციასა და მომიტინგეების ნაწილს შორის ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა.
ამის შემდეგ პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო. დაშლა და აქციის მონაწილეების დაპატიმრება გამთენიისას დასრულდა. დაშლისას სამართალდამცავებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.
ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში, სადაც აქციებზე დაშავებული პაციენტები მოინახულა და განაცხადა, რომ აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება