ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე – კობახიძის პირველი კომენტარი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ყოფნის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს იყო მძიმე სანახავი.

“რუსეთი არის ქვეყანა რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20  პროცენტი  და ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი პარლამენტის წევრი იჯდა თავმჯდომარის სკამზე,  რაც იყო მძიმე სანახავი, მძიმე სურათი. სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ საქართველოში , შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არ დაშვება.

კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა,  რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ამაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როცა ვმონაწილეობდი სესიის გახსნაში და იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის  ფედერაციიდან, არა აქვს არანაირი საერთო არც ქრისტიანობასთან და არც მართლმადიდებლობასთან და ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო აბსოლუტურად მიუღებელი”, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

იტვირთბა....