ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გუმათჰესის სკვერში სპორტული მოედანი გაიხსნა და მინი ჩემპიონატი ჩატარდა

ქვემო სამგორში, გუმათჰესისა და ცისკარიშვილის ქუჩებს შორის არსებულ სკვერში ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა. ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი 920 კვ.მ ფართობზე განთავსდა.

პროექტის ფარგლებში, ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, დამონტაჟდა საფეხბურთო და საკალათბურთო ფარები, მოეწყო ახალი ღობეები და გარე განათების სისტემა. მოედანი ასევე, ადაპტირდა შშმ პირთათვის.

ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რომლის მოწყობისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 182 493 ლარი დაიხარჯა, თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანია „გლობალ სტანდარტმშენმა“ შეასრულა.

ახლადგახსნილ მოედანზე ფეხბურთის მინი ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც 14 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ. ტურნირში 18 გუნდი და 100-ზე მეტი მოთამაშე ასპარეზობდა.

სპორტული შეჯიბრის გამარჯვებული გუნდი DREAM TEAM გახდა. პირველ სამ ადგილზე გასული გუნდები თასებითა და შესაბამისი კატეგორიის მედლებით დაჯილდოვდნენ.

სამგორის გამგეობა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად ახორციელებს. მიმდინარე წელს 21 ფიტნეს ზონა და შვიდი სპორტული მოედანი უკვე მოეწყო, ამჟამად კი ხუთი მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.

იტვირთბა....