სერგეი გავრილოვი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, ჩვენ ფიზიკურად გვიწევს პარლამენტისა და ქვეყნის დაცვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მრავალი დღეა, ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ ჰქონდა უფლება, სერგეი გავრილოვი შემოეშვა ქვეყანაში. ეს გააკეთა და ჩვენ ფიზიკურად გვიწევს ჩვენი პარლამენტისა და ქვეყნის დაცვა. ამიტომ, დღეს 19:00 საათზე აუცილებლად შევიკრიბოთ საქართველოს პარლამენტთან, რადგან ეს დღეს არ არის მოგებული ბრძოლა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ტარდებს. სესიას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი “კომუნისტური პარტიიდან” სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ. გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რასაც საზოგადოების, ოპოზიციის და უმრავლესობის რიგი წევრების პროტესტი მოჰყვა.