მთავარი ციტატა

“ღირსების მარში” უკვე გასცდა მხოლოდ ლგბტ ადამიანთა უფლებების დაცვას” – კვარაცხელია

“ჩვენი, ლგბტ ადამიანთა, უფლებები იზღუდება უკვე მრავალი წელია და ჩვენ ვიბრძოლებთ ამ თანასწორი უფლებებისათვის, ღირსების მარში გარკვეულ წილად მხოლოდ ლგბტ ადამიანთა უფლებების დაცვას გასცდა, ქვეყნის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სახელმწიფოებრივობა დგას უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ. “თბილისი პრაიდმა” კი არ შექმნა ასეთი სიტუაცა სახელმწიფოში, არამედ ამოატივტივა და ზედაპირზე ამოიტანა ის პრობლემები, რაც არსებობს საზოგადოების ჯგუფებში: ძალადობისკენ მიდრეკილებები, სახელმწიფოს არასერიოზული დამოკიდებულებები და ძალადობრივი ჯგუფების ფინანსური მხარდაჭერები”

შეგახსენებთ, 17 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებსა და “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს შორის შეხვედრა გაიმართა. სახალხო დამცველის განცხადებით, შსს-ს პოზიციაა, რომ პრაიდი არ ჩატარდეს. ლომჯარიას განცხადებით, შსს ღია სივრცეში უსაფრთხოების გარანტიებს ვერ იძლევა

მარიამ კვარაცხელია, “თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი ორგანიზატორი
“იმედის” ეთერი

იტვირთბა....