ჩვენი წარმომადგენლების მიზანია, ამ ასამბლეაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს საქართველო, როგორც მსოფლიო ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი ერი, გაიმართოს საუბრები რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში 1990-იან წლებში და 2008 წელს განხორციელებულ ქმედებებზე და ანექსიაზე, ასევე ქვეყანაში განვითარდეს რელიგიური ტურიზმი – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეის მთავარი მრჩეველი კოსტას მანდალისის თქმით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქრისტიანულ სამყაროში არსებული სხვადასხვა გეოპოლიტიკური თუ სხვა სახის პრობლემების მოგვარებას.
შეგახსენებთ, რომ 19-22 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეა გაიმართება.
„ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ჩამოსვლასა გეგმავს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის რამდენიმე წევრი, მათ შორის სერგეი გავრილოვი, რომელიც რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს.