ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებას ადასტურებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო თანამდებობიდან წასვლას ადასტურებს, თუმცა გუნდში რჩება.

მისივე თქმით, დღეს, პრემიერი ჯანდაცვის ახალ მინისტრს წარადგენს და მთავრობის ადმინისტრაციაში, შემცვლელის წარდგენას თავადაც დაესწრება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის კლინიკის დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნება.

სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან იკავებს.

იტვირთბა....