“გასაგებია, რომ პრემიერი ბახტაძე არავინ არაა და რასაც უბრძანებენ, იმას გააკეთებს. მაგრამ ეს უსუსური, მხდალი და ფარისეველი კაცი რომ იძახის, ჰომოფობია პრობლემა არააო, აზვიადებთო და მთელი მთავრობა რომ გაიძახის, უსაფრთხო ქვეყანა ვართო, იმ ავაზაკის თითის ქნევას რომ ვერ მიხედა და გამოძიება არ დაიწყო, ასეთ სახელმწიფოს რა ქვია?
ის, რომ თავად ხელისუფლებაა ჰომოფობი და დიდი ხანია იყენებს მარგინალ, რუსეთუმე, ბნელ ჯგუფებს საპატრიარქოსთან ერთად არა მარტო ლგბტ თემის, ნებისმიერ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ. რა, ახალი მეთოდია რამე? ამჯერად მრავალსვლიანი მოდელი მოიფიქრეს:
დიდი ხანია მკაფიო პასუხს არ სცემენ ორგანიზატორებს უსაფრთხოებაზე, მერე საპატრიარქოს ძალადობისკენ მოწოდებით განცხადება გაავრცელებინეს, მერე სპონტანურ აქციას კონტრ-აქცია დაუპირისპირეს, ვერაფერს რომ ვერ გახდნენ, რაგბისტები მოდიანო ორგანიზატორებს უთვლიდნენ და ვერ ვაჩერებთო, 15 წუთში კორდონს გავარღვევთო ამაზე ნოლი რეაქციით მკაფიოდ გვაჩვენეს, რომელ მხარეს იყვნენ. ბოლოს დაითანხმეს ორგანიზატორები, ტერიტორია დაეტოვებინათ, იგივე მეთოდებით იმოქმედეს და გაჭრა. როცა ემუქრები ადამიანებს, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა დიდია და ადამიანები, თუ სახელმწიფო არ იცავთ, ერთმანეთს მაინც იცავენ.
ეს ხელისუფლებაა ჰომოფობი და სინამდვილეში, რესურსი კი არ აქვთ უსაფრთხოება რომ დაიცვან, არამედ პოლიტიკური ნება, რადგან თავად იქ არიან, იმ ბრბოში განადგურებით რომ გვემუქრებოდნენ. აბა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მოქალაქეებს სპეცრაზმით დაუპირისპირდნენ ძალის დემონსტირება რომ დაჭირდათ, მაგრამ ეს ასე უნდოდათ და გააკეთეს, სულ არ აინტერესებდათ არც ქვეყანა და არც ადამიანები. დღეს საცოდავ პოზაში დადგნენ, რა ვქნათ, ვერ დაგიცავთ, საწყლები ვართო. ხო, იმ მინისტრმა, მაჩო თვალის პაჭუნით რომ იბრიქება ყოველი კრიზისის დროს. ახლა ასე უბრძანეს – დასაწყლდიო!
არ ვიცი, რას გადაწყვეტენ ორგანიზატორები, ეს მათი საქმეა, ბუნებრივია. მაგრამ ამ ქვეყანაში რომ დაცული არავინ არ ვართ, თუ იმ ბოროტების და სიბნელის ნაწილი არ ვართ, რასაც “ქართული ოცნება” ქვია, ეს კი ვიცი.
მიიღებს ახლა საპატრიარქო ჯილდოს აუცილებლად, დღესაც შეეშველა განცხადებით, ხვალაც გვერდში დაუდგება და ბოლოს, სად მივალთ ვინ იცის – საპატრიარქო, ძველი ბიჭები და შპანა, რუსეთუმეები და მარგინალები, უკანონო ფორმირებები, პირდაპირი რუსეთის აგენტები… შეუძლებელია ყველაფერი აკონტროლოს იმ კაცმა, არაა ასეთი ძლევამოსილი, გაწყდება მისი ზამბარა და ცხვრიში მოხვდება მწარედ!!”
“რესპუბლიკური” პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე; სოციალური ქსელი;