თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 11 წლის გოგონა სახლის სახურავიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონა თანატოლებთან ერთად სახურავზე სათამაშოდ იყო ასული, რა დროსაც გადმოვარდა.
ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცეკებს. შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელოვამდე მიყვანას გულისხმობს.