aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტი გრემისხევში საოკუპაცო ხაზთან ჩავიდა და თიჯრობის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი გრემისხევში საოკუპაცო ხაზთან ჩავიდა და თიჯრობის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა
პრეზიდენტმა დიდი დანაშაული უწოდა საუკუნეების მანძილზე ერთად მცხოვრები ქართულ-ოსური მოსახლეობის დაყოფას:

,,ამოვედი სოფელ გრემისხევში. სულთმოფენობის მეორე დღეს აქ თიჯრობის დღესასწაულია, რომელიც წლების და საუკუნეების მანძილზე აერთიანებდა ქართველებსა და ოსებს, ქრისტიანებს. აქ ამოდიოდნენ და ლოცულობდნენ, მაგრამ დღეს, ზევით ხატში, საოკუპაციო ხაზის გამო ვერ ადის სოფლის მოსახლეობა…

საუკუნეების მანძილზე ერთად მცხოვრები ადამიანების ასეთი ხელოვნური დაყოფა დიდი დანაშაულია! არავის აქვს უფლება დაარღვიოს ერთმანეთის სიყვარულში ცხოვრების ძველებური ტრადიცია. ამიტომ ამოვედი აქ და მგონია, რომ მისახედია ეს ადგილი. მისახედია იმით, რომ უნდა ამოვიდეთ უფრო ხშირად და ვაჩვენოთ, რომ ეს ხაზი რეალურად არ არსებობს, რომ ეს ხაზი ხელოვნურია.
12 კილომეტრი აკლია ამ გზას… უნდა არსებობდეს აქ ამოსასვლელი გზა და ეს სოფელი არ უნდა იყოს გარიყული.
ბევრად გაადვილებული უნდა იყოს მისვლა-მოსვლა. ეს სოფელი არ უნდა დაიცალოს, მას ჩვენგან ზრუნვა და ყურადღება სჭირდება.
გზა და ყურადღება – ეს არის ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ყველაზე, რომ ხვალ, ახლო მომავალში, ჩვენ ყველამ შევძლოთ იმ მაღალ ხატზე ასვლა და მოსახლეობა არ იყოს დაყოფილი.”

იტვირთბა....