ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლევანის მხარე ღვთისთვის სათნო და ქვეყნისთვის სასარგებლოა – დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი

ლევან ვასაძის ინიციატივით შექმნილი რაზმი არის ქრისტიანული რაზმი, რომლის მიზანია, ის საცოდავი ადამიანები, ზოგი ძალით რომ იბრალებს, ამხილოს –  განაცხადა დეკანოზმა ტარიელ სიკინჭილაშვილმა.

“ვიყავი ვერის ბაღში და ჩავეწერე მოხალისეთა სიაში. ლევან ვასაძის ინიციატივით შექმნილი რაზმი არის ქრისტიანული რაზმი, რომლის მიზანია, ის საცოდავი ადამიანები, ზოგი ძალით რომ იბრალებს, ამხილოს. მეც ვიცნობ იმ ხალხს, აღსარებას მაბარებენ. ვაპირებ, ქუჩაში გავიდე და ვთხოვო, ეს არ გააკეთონ. პარადი არაა სწორი. ცალკე მრუშები რომ შეიკრიბონ, ქურდები, კაცის მკვლელები, ყველას პარადი რომ მოუნდეს. ჩვენი მიზანია მხილება, რომ ვთხოვოთ ეს არ გააკეთონ. ნურც თავს ნუ იღუპავენ და ნურც მომავალ თაობას ღუპავენ“, – განაცხადა ტარიელ სიკინჭილაშვილმა.

დეკანოზმა რაზმების შექმნის კანონიერებაზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისი პრაიდი არის უკანონო, ხოლო ლევანის მხარე “ღვთისთვის სათნოა.”

„თუ კანონზეა საუბარი, მათი შეკრებაა უკანონო, ისიც რაღაც რაზმია. ღვთისთვის არაა მოსაწონი მათი შეკრება, არც ქვეყნისთვის არის სასარგებლო, ლევანის მხარე კი ღვთისთვის სათნოა და ქვეყნისთვის სასარგებლოა. ღმერთს მივანდოთ ყველაფერი. ცოლ-ქმარს და და-ძმას შორის ვერ გამოვრიცხავ დაპირისპირებას და ამას როგორ გამოვრიცხავ“, – განაცხადა ტარიელ სიკინჭილაშვილმა.

იტვირთბა....