მთავარი საზოგადოება სამართალი

ვასაძე – ერთადერთი გზა, როგორც შეგეძლებათ ჩვენი გაჩერება, არის ტყვია და გთხოვთ, მე მესროლეთ ის პირველი ტყვია

“სტაცებთ ხელს ვინმეს ათეულში, ათეული გამოესარჩლება მას. არ ეყოფა ათეული, ასეული გამოესარჩლება, არ ეყოფა ასეული, ათასეული გამოესარჩლება. თუ რაღაც სასწაული მოხდა და ამ ჩვენს ლომივით მეომრებს, მორაგბეებს, მოჭიდავეებს მაინც გამოსტაცეთ ერთი ჩვენიანი, თქვენს თავს დააბრალეთ, სადაც წაიყვანთ, იქ მოგაკითხავთ, იმ კორდონს გავარღვევთ და იქიდან გამოვიყვანთ ჩვენიანს. ერთადერთი გზა, მივმართავ ისეთივე ქართველ კაცებს, ჩვენს საყვარელ პოლიციელებს, ერთადერთი გზა, როგორც შეგეძლებათ ჩვენი გაჩერება, არის ტყვია და გთხოვთ, მე მესროლეთ ის პირველი ტყვია. ამიტომ ჩვენი გეგმა არის აბსოლუტურად მარტივი და პრიმიტიული, ყველა ის პროვოკატორი, ვინც ჩაეწერება ჩვენს ათეულებში და ჯიბეში აღმოაჩნდება დანა, რაიმე სახის იარაღი, ათეული თვითონ შეკრავს, თვითონ დადებს მას მიწაზე ქამრით და ჩააბარებს მას”

ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც მისი ორგანიზებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ შეხვედრა გაიმართა;

იტვირთბა....