მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ილია მეორეს თავი გრიგოლ ხანძთელი ჰგონია, მისი და მისი ამალის მხილების დროა – ბერძენიშვილი

“მისით ვერ შეიგნებს ვერც ილია მეორე და ვერც სინოდის უმრავლესობა… ჩარჩენილი არიან წარსულში… დრო მათთვის გაჩერებულია, გაჩხერილია… საქართველოს სახელით და პრეტენზიით საუბრობენ უმეცარნი….. ილია მეორეს თავი გრიგოლ ხანძთელი ჰგონია ( “ოჯახური სიწმინდის დაცვა” რო მოთხოვა აშოტს, იმაში, თორე ხანძთელის ღვაწლს რას შეწვდება). მესამე ათასწლეული დაიწყო, პირველი კი არ მთავრდება, სხვა ეპოქაა, სხვა ფორმებია. ეკლესიის ადგილი ამჟამად სულ სხვაა ცივილიზებულ სამყაროში – ევროპის თუ ამერიკის მართლმადიდებლურ სამყაროშიც.

ცვლილებების დროა – “ერთგვარი” , ათასწლოვანი დაგვიანებით. ფაქტიურად ახლაც შეზრდილია ეკლესია სახელმწიფოსთან, საპატრიარქო ხელისუფლებასთან…  მეტიც – პოლიტიკასთან. ქართული პოლიტიკა( ოპოზიციურიც) უნდა აიძულოს საზოგადოებამ, (ახალგაზრდებმა პირველ რიგში) რომ გათავისუფლდეს ეკლესიის მარწუხებისგან, ქლესაობისგან. ….

იძულებული ვარ, პირდაპირ ვთქვა- სიმხდალეს სიფრთხილედ ნუ შემოგვასაღებთ.. ერთი- ორჯერ უნდა გქონდეს მკვეთრი პოზიცია გამოხატული, დაცული, რომ ვინმემ სიფრთხილედ ჩაგითვალოს მესამეჯერ დუმილი… ქართულ პოლიტიკას შეუძლია საპატრიარქოს, მმკ- ს, ზომბირებული აგრესიული და უცოდინარი მოძალადეების მოთოკვა; გრიშა ონიანის, ლევან ვასაძის, დიმიტრი ლორთქიფანიძის და ბევრი სხვა ამერიკის მოძულე ნახლებნიკის ალაგმვა. ჩეკისტური ნასუფრალი ყარს.
შუაშისტო პოლიტიკოსებო, არ გამოხვალთ ბუჩქებიდან? ესეც ნაცქოცური არჩევანია? გრიგოლი თუ სალომე, შალვა თუ ლადო არაა ამჟამად არჩევანი… ილია მეორის და მისი ამალის მხილების დროა. უკრაინის ავტოკეფალიაზე პირში წყალი ჩაიგუბეთ… გუშინაც. პრეზიდენტ ტრამპის ტექსტმაც კი ვერ ამოგაღებინათ ხმა. ესაა თქვენი ევროატლანტიკური კრედო? მოგიწევთ მაინც, თუნდაც ენის ბორძიკით ლგბტქ თემაზე საუბარი, საპატრიარქოს და ხელისუფლების მხილებისმაგვარი ლუღლუღი.
მიკვირს, ისე, რამდენიმე ჭკვიანი ადამიანი თქვენს შორის ამდენს როგორ ვერ ხვდება? უფრო კი ხვდება, მაგრამ ასე ძნელი რატოა ამის გაბედვა? …მართლა არ მესმის”

“რესპუბლიკური” პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი; სოციალური ქსელი;

 

იტვირთბა....