aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს – რუსთავსა და მარნეულში მსხილფეხა პირუტყვის ქურდობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქონლის ქურდობის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ხ.ა. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 7 ივნისს მოქალაქეს მსხვილფეხა პირუტყვი მოჰპარა.

ანალოგიური ბრალდებით დააკავეს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული ა.გ. მან მარნეულის რაიონის სოფელ დამიაში მცხოვრებ მოქალაქეს პირუტყვი მოჰპარა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი საქონელი პატრონებს დაუბრუნეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....