მთავრობის კანცელარიასთან პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
ისინი კონტრაქციის მონაწილეები იყვნენ. სავარაუდოდ, ერთ-ერთმა დაკავებულმა ლგბტ აქტივისებიტების მისამართით ნივთი ისროლა.
ლგბტ აქტივისტები აქციის გამართვას აპირებდნენ, თუმცა იქ ბიზნესმენი ლევან ვასაძე თავის მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და აქციის ჩატარების საშუალება არ მისცათ.
მანამდე პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა პრაიდის ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი, რომელიც უკვე დაბრუნდა მთავრობის ადმინისტრაციასთან.