aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

dedistraki.com და mamistraki.com – გირჩის ორი ახალი პროექტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

გირჩმა სიტყვის თავისუფლების დაცვის მიზნით ახალი პროექტი დაიწყო. პარტიის ცნობით, იყიდეს ორი დომენი dedistraki.com და mamistraki.com.

გირჩის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში სიტყვის თავისუფლება დადგა საფრთხის ქვეშ, შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ ახალ პროექტს, რომლის ერთადერთი მიზანია, დაიცვას სიტყვის თავისუფლება საქართველოში.

გირჩის ცნობით, ამ გვერდებზე განთავსდება იმ ადამიანების სია, ვინც გამოდის ინიციატივით ან რაიმე ფორმით მხარს უჭერენ სიტყვის თავისუფლებაზე სახელმწიფო ცენზურის დაწესებას. იქვე იქნება განთავსებული შესაბამისი ციტატები, რომლებითაც დადასტურდება მათი მსგავსი ზრახვები.

“ნებისმიერ ადამიანს, ვინც აცნობიერებს სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას, შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი გამოხატულების შეურაცხყოფა მიაყენოს ამ სიაში მყოფ ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანებს”, — აცხადებენ გირჩში.

გირჩის ცნობით, შეურაცხყოფებს მიიღებენ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე, ვიდეო ან აუდიო ფორმატში: mamistraki@gmail.com.

სია იქნება მუდმივად განახლებადი და ეს ვებ-გვერდი ყოველთვიურად გამოავლენს გამარჯვებულს ორ ნომინაციაში:

1. თვის საუკეთესო გინება (შეურაცხყოფა);
2. თავისუფლების თვის ყველაზე ნაგინები მტერი.

ორივე ახალი დომენი რამდენიმე დღეში გაეშვება.

იტვირთბა....