ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფშაველი-ომალოს გზაზე ავარიასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ფშაველი-ომალოს გზაზე ავარიასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ავტომობილის მძღოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე კი დაშავებულია, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში“, – აცხადებენ შსს-ში.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუშეთის გზის მე-18 კილომეტრზე სიმაღლიდან გადავარდა ავტომობილი, რომელშიც ტურისტები ისხდნენ.

იტვირთბა....